LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში

256
nika melia esaaaa

ვიცი, რომ შევალ ივანიშვილის ციხეში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, გამოვალ თავისუფალ საქართველოში, – ამის შესახებ დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პარლამენტმა განაცხადა თანხმობა, პროკურატურამ მიმართოს სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით.

მისი თქმით, იმ 91 დეპუტატს, რომლებმაც კენჭისყრისას თანხმობა განაცხადეს, ტყვეობაში იმყოფებიან და უნდა დაიხსნან.

„სიტყვის წარმოთქმას არ ვაპირებდი, ხმის ამოღებასაც არ ვაპირებდი, რომ არა აუცილებლობა. მგონი, ჩემს ძალიან მოკლე სათქმელში ვთქვი ის, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა.ახლა დავრწმუნდი, რომ ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ამ 91 ადამიანს, უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან. ისინი ნამდვილად არიან ტყვეობაში. გულახდილად ვიგრძენი ის, რომ არ არიან მზად, თვალი თვალს გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგადაც ღილაკს მიაჭირეს ხელი და რატომ, რადგან ამის სურვილი დიდ ნაწილს არ ჰქონდა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მაგრამ მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, ყველასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ყველას უბედურებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შველა გვჭირდება. პოლიტიკურ კლასს, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ სახელისუფლებო გუნდს, განსაკუთრებით სჭირდება შველა. ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. წარმოუდგენელი იყო, რამდენჯერაც უკან გამოვიხედე, იმდენჯერ თვალი თვალს ვერ გამისწორეს და მეუხერხულებოდა უკვე უკან გახედვა, მუდმივად ვცდილობდი, დრო მომეკლო და ტელეფონში ჩავყავი თავი. მძიმე ატმოსფერო და აურა იყო, თავადაც მიხვდნენ ამ ყველაფერს ჩვენზე კარგად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაში 92 დეპუტატი მონაწილეობდა.

მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი, "ქართული ოცნების" სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა

ქართული ოცნების რომელმა დეპუტატებმა არ მისცეს ხმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები