LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათვალე საკუთარი ხელფასი – საქართველოში ხელფასების კალკულატორი წარადგინეს

11fuli-lari2

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტისხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ადამიანმა, რომელიც სისტემაში შევა, უნდა აირჩიოს შესაბამისი რეგიონი, სქესი, წელი, კვალიფიკაცია, საქმიანობის სფერო, რომელშიც მუშაობს და ეს კალკულატორი მისცემს შესაძლებლობას გაიგოს რამდენი იქნება მისი საშუალო ხელფასი.

მისივე თქმით, სისტემაში შეყვანილია საქართველოს ყველა რეგიონის მონაცემები. “ჩვენ მოვამზადეთ ხელფასების კალკულატორი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს, რეგიონულ, დინამიკურ ჭრილში პროფესიების, საქმიანობის სახეების და სქესის მიხედვით განსაზღვროს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა”, – განაცხადა თოდრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g