„უარყოფითიო… ლოდი გულიდან გადავარდა“- დაწერა ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ვიკა ბუკია დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა. მათ ორივეს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, გოგიჩაიშვილი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, სხდომაზე იმყოფებოდა. ვიკა ბუკია “ტვ პირველის” ჟურნალისტია. მისი დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია არხის ხელმძღვანელმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ტელევიზიის ყველა თანამშრომელს კოვიდზე ტესტირება ჩაუტარდება.