LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

64

„ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა,“ – ამის შესახებ ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის მომენტიდან არ შეცვლილა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჩატარდა ყველა წინასწარი გამოკვლევა. პაციენტი შემოყვანილია დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის თქმით, რა ნივთიერებით მოხდა მისი მოწამვლა, ამას ტოქსიკოლოგიური ანალიზი სჭირდება, რომლის ჩატარება კლინიკური კვლევისთვის მიუღწევადია.

ალადაშვილის კლინიკაში გუშინ, 15:22 საათზე საცხოვრებელი ბინიდან დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით ორი ახალგაზრდა, 22 და 23 წლის ძმები გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო, მეორე კი უკვე გარდაცვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g