LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუშვებელი იყო, ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ“- ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

936
ილია ელოშვილი

ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

თბილისის მერის მოადგილის ოჯახის მიმართვას ფეისბუქზე ყოფილი  დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ილია ელოშვილის ოჯახის განცხადება:

ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში არ არსებობდა. გასულ სამშაბათს, 31 მაისს, მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ იგი გავიდა სამსახურში.

ამას ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ილიას შეხება ჰქონდა სამშაბათს, უშუალოდ ტრაგედიის წინა დღეს გვიან საღამომდე და ვისთანაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები უშუალოდ გუშინ, ოთხშაბათს, 1 ივნისს, გარდაცვალების დღეს. და მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში.

ვფიქრობთ, რომ დაუშვებელი იყო, ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ, რამაც უშუალოდ ბიძგი მისცა ამ ვერსიის და ათასგვარი ჭორის გავრცელებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახის და განსაკუთრებით ილიას არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით, მივმართავთ ყველას თხოვნით შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა.

ესაა ჩვენი ოჯახის უმორჩილესი სათხოვარი და ყველა კეთილგონიერი ადამიანი, იმედია, ამას გაითვალისწინებს.
მადლობას ვწირავთ საზოგადოებას, ვინც იზიარებს ჩვენს განუსაზღვრელ ტკივილს“. – წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა

დავკარგე ძვირფასი ადამიანი, ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს, შეუძლებელია, გადმოვცე, როგორ ვგრძნობ თავს: კალაძე ილია ელოშვილზე

“ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის” – “ადამიანობით გამორჩეული მეგობარი დავკარგე” – როგორ ემშვიდობებიან მეგობრები ილია ელოშვილს

„ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა… მებრძოლი სულის ბიჭი იყო “ – ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g