LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუსჯელობის სინდრომი როდესაც ჩნდება, ადამიანს შეუძლია, სოციალურ ქსელში გააკეთოს ყალბი ანგარიშები და იქიდან ნებისმიერ ვიღაცას მისწვდეს” – მარინა კაჭარავა

267
untitled-1 (1)

დაუსჯელობის სინდრომი როდესაც ჩნდება, ადამიანს შეუძლია, სოციალურ ქსელში გააკეთოს ყალბი ანგარიშები და იქიდან ნებისმიერ ვიღაცას მისწვდეს, – აღნიშნულის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რა უნდა გაკეთდეს დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

„ვისაც სად შეუძლია, სკოლებში იქნება ეს თუ ტელევიზიებში, ალბათ ეს უნდა გავაკეთოთ. მეტი სიყვარული და სიკეთე, მეტი ჩახუტება, მოფერება და ადამიანების მეტი მიღებაა საჭირო. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ვეღარ და აღარ უყურებს ტელევიზორს და ინტერნეტის საშუალებით უყურებს გადაცემებს.

ტელევიზორთან ჯდომა უკვე თითქმის აუტანელი და შეუძლებელი გახდა, რადგან თითქოს ლანძღვა-გინების მეტი არაფერი ისმის, არის დაცინვა, ცინიზმი და პიროვნების უკიდურესი შეურაცხყოფა. შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს უტოპიურია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. იმავე ფსიქოთერაპიაში ყველანაირი ადამიანი მოდის და უპირობო პოზიტიური მიმღებლობა გაქვს მისი“, – განაცხადა კაჭარავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g