რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კიდევ ერთი ქართველის სტუდენტის წარმატების შესახებ ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა – ფოთელი ქეთევან სურმავა, რომელმაც Naec-ის მიერ გამოქვეყნებულ სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე უმაღლესი ქულა აიღო, ჯამში მსოფლიოს ერთდროულად 8 უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
👏📚 „ქეთევან სურმავამ Naec-ის მიერ გამოქვეყნებულ სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე უმაღლესი ქულა აიღო. უნივერსიტეტების…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
აღსანიშნავია, რომ ქეთევანი 8 უნივერსიტეტიდან 7-ში 100 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა, მათ შორის არის American University in Bulgaria, სადაც 100%-იანი დაფინანსებით მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 9 სტუდენტი ჩაირიცხა და ერთ-ერთი ქეთევანია.
რა გზა გაიარა მიზნის მისაღწევად და როგორ აქცია ოცნება რეალობად – ქეთევან სურმავა ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ინფორმაციას, თუ რა არჩევანს გააკეთებს, საზოგადოებას მოგვიანებით გაუზიარებს.
„გასული წლის აგვისტო იყო – აბიტურიენტის ცხოვრების ყველაზე დამამახსოვრებელი დღეები.
მიყვარდა სწავლა, ოცნებად მქონდა „თავისუფალ უნივერსიტეტში” სწავლა, თუმცა გზამ სხვა მიმართულებით წამიყვანა: მუდმივი კონკურსები, პროექტები, თბილისში განუწყვეტელი სიარულით გამოწვეული დროის ნაკლებობა და ფაქტი, რომ მასწავლებლებთან თითქმის არ მივლია. (მე-11 კლასში საკუთარი ძალა დაუღალავ შრომაში დავხარჯე, ღამეების თევა ჩვეულებად მექცა, მაგრამ საბოლოოდ იქ ვერ მოვხვდი, სადაც ყველაზე მეტად მსურდა). ეს მძიმე იყო, რადგან გულში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შრომა 100%-იან გრანტს იმსახურებდა.
2025 წლის აგვისტო.
ერთი წლის შემდეგ, დაუსრულებელი შრომის, მოთმინებისა და საკუთარი თავის დაუღალავი რწმენის შედეგად, იქ ვარ, სადაც ოდესღაც მხოლოდ ოცნებად წარმომედგინა. დღეს ჩემი მიღწევაა – მსოფლიოს 8 უნივერსიტეტი, მათ შორის Vrije Universiteit Brussel, რომელიც სიმბოლურად მახსენებს იმ ოცნებას, რომელიც ერთ დროს მიუწვდომელი მეგონა, რადგან ამ უნივერსიტეტის სახელიც „თავისუფალი უნივერსიტეტია“.
რა ვისწავლე: ოცნება არ არის უბრალოდ სიტყვა – ოცნება არის ძალა, რომელიც ცხოვრებას გარდაქმნის.
დიდი მადლობა ყველას! თქვენი სითბო და კეთილი სურვილები ჩემთვის უდიდესი ძალაა. თითოეული კომენტარი და მესიჯი მაძლევს ენერგიას, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვიბრძოლო ჩემი მიზნებისთვის.
ჩემს არჩევანს მოგვიანებით გაგიზიარებთ“, – წერს ქეთევან სურმავა სოციალურ ქსელში.
⭐️ გასული წლის აგვისტო იყო – აბიტურიენტის ცხოვრების ყველაზე დამამახსოვრებელი დღეები. მიყვარდა სწავლა, ოცნებად მქონდა…
Posted by Ketevan Surmava on ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025