LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუყოვნებლივ აღუდგინეთ ჟურნალისტებს აკრედიტაცია“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია შალვა პაპუაშვილს მიმართავს

121
Untitled design

პარლამენტის აპარატმა „ტაბულას“ რედაქტორსა და „პუბლიკას“ 3 ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს, რითაც მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით შემდეგ კვირას დაგეგმილი რუსული კანონის განხილვის დროს.

მზექალა შანიძე: კანონპროექტი საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის, ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტი გახდა სიმბოლო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის შეზღუდვისა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღიად, საჯაროდ და ცინიკურად ირღვევა მედიის წარმომადგენლების უფლებები. ამის ნათელი დადასტურებაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ფონზე,[1] ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მიზანმიმართულად ხელის შეშლა, რა დროსაც ადგილი აქვს ჟურნალისტების უკანონო დაკავების, პარლამენტში გადაადგილების შეზღუდვის, არ შეშვების თუ გაძევების ფაქტებს.

ამ ფონზე, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მიმართულია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ, პარლამენტი უუქმებს ცალკეული მედიის, პუბლიკის და ტაბულას,[2] ჟურნალისტებს აკრედიტაციას ერთი თვის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ახორციელებენ და კონსტიტუციით დადგენილი გამოხატვის უფლებით სარგებლობენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, უზრუნველყოს მედიისთვის კონსტიტუციით დადგენილი უფლებების დაცვა და მათთვის პარლამენტში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საშუალება ექნებათ, თავისუფლად შეასრულონ ჟურნალისტური საქმიანობა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჟურნალისტებს შესაბამისი იურიდიული დახმარება გაუწიოს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, 6 მარტს 09:00 საათზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ რუსულ კანონპროექტს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ზურაბ ჯაფარიძე: ამ კანონის მიღება ნიშნავს ევროპა-ნატოს დროში შორს გადასროლას და რუსულ წუმპეში ღრმად ჩაძირვას

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება

რუსული კანონი 5 ივლისის გაგრძელებაა და რა უკანონობაც მაშინ მოხდა ამას დააკანონებს – ანა ნაცვლიშვილი

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

პოპულალურები