LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული კანონი 5 ივლისის გაგრძელებაა და რა უკანონობაც მაშინ მოხდა ამას დააკანონებს – ანა ნაცვლიშვილი

168
ანა ნაცვლიშვილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ რუსულ კანონპროექტს, ხვალ დილის 9:00 საათზე დაგეგმილ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. სხდომის პარალელურად დაგეგმილია აქცია.

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ „რუსული კანონი 5 ივლისის გაგრძელებაა და რა უკანონობაც მაშინ მოხდა ხელისუფლება ამას დააკანონებს“.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანს, სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებისთვის მწვანე შუქის ანთება წარმოადგენს და ამ მძიმე სცენარისთვის სწირავს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„ხვალინდელი დღეს იმაზე უფრო მძიმე იქნება, მათ შორის ფიზიკურად, ვიდრე იყო ხუთშაბათი [2 მარტი]. მაგრამ კიდევ ერთხელ, მხოლოდ იმის თქმა მინდა საზოგადოებისთვის, რომ რაც იხილეთ ხუთშაბათს, აი ეს პროცესები რაც ხუთშაბათს მიმდინარეობდა პარლამენტის შიგნით აი ამ კანონის მიღების შემთხვევაში გადმოვა პარლამენტს გარეთ. ეს ცემა-ტყეპა, ხელების გადაგრეხა და განსხვავებული ადამიანების გაჩუმება, დემონიზება, მათზე ფიზიკური თავდასხმები, ეს არის ის, რაც იქნება ეს კანონი. ამისთვის არის ეს კანონი გაკეთებული და მათ შორის ღიად გეტყვით, იმავე საღამოს გამობრძანდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ისეთ განცხადებებს აკეთებდა ტელეკომპანია იმედში, რომ პირდაპირ გეშავდა ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებზე.

ღიად გეტყვით, ეს კანონი არის 5 ივლისის გაგრძელება. რაც 5 ივლისს მოხდა და იყო უკანონობა ეს კანონი ამას დააკანონებს, ეს არის მათი მიზანი, რომ დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, ამას აუნთონ მწვანე შუქი და ამას რა მოჰყვება მერე, ეს იქნება უმართავი პროცესები. ამ ძალიან მძიმე სცენარისთვის წირავს ქართული ოცნება საზოგადოებას – აი ამ ძალიან მძიმე სცენარისთვის. ამიტომ ჩვენი მოქმედებები ახლა არის პირველ რიგში კოორდინაცია, გაერთიანება რესურსების და ძალისხმევის, ყველა საშუალების გამოყენება, ყველა ტრიბუნის, ყველა ფორმატის, ყველა შინაარსის გამოყენება იმისთვის, რომ ამ კანონის შესახებ პირველ რიგში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და გამოფხიზლდეს“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ამავე თემაზე:

მისმა მიღებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას – კვირიკაშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“ თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას – გურამ მაჭარაშვილი

„არა რუსულ კანონს“, „ვერ გაგვაჩუმებთ“ – ჟურნალისტებმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – 260 მედიაორგანიზაციისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

magti 5g