„ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მათი მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, მათ მიერ მომზადებულ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“, რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვაზე საუბარი არ არის, საუბარია მხოლოდ რეგისტრაციის აუცილებლობაზე. მიზანი კი ისაა, რაც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში, სადაც კანონი მოქმედებს.
„ამ კანონპროექტის შექმნის მიზანია, იმ არასამეწარმეო, იურიდიული პირების დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლებიც უცხოური ძალის მიერ ფინანსდებიან – ეს არის და ეს. ჩვენს კანონპროექტში თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას. გარდა იმისა, რომ დარეგისტრირდეს – თქვას, საიდან ფინანსდება, რამდენით და რას საქმიანობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.