LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივალთ, ამ 100 კილომეტრის გავლით, გვინდა ხელისუფლებას ჩვენი ძალა ვაჩვენოთ, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“ – 31 მარტს, რუსთაველზე დაანონსებულ პროტესტთან დაკავშირებით, დმანისიდან მოქალაქეთა ჯგუფი დაიძრა

125
აქტივისტები დმანისიდან

31 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ პროტესტთან დაკავშირებით, ქალაქ დმანისიდან მოქალაქეთა ჯგუფი დაიძრა აქციის მონაწილეები 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე მივლენ.

„დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივალთ. აქციაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავადაა. ამ 100 კილომეტრის გავლით, გვინდა მათ [ხელისუფლებას] ჩვენი ძალა ვაჩვენოთ, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. უკვე გავლილი გვაქვს 20-22 კილომეტრი, დმანისის მუნიციპალიტეტს გამოვცდით. საღამოს ბოლნისში დავბანაკდებით, სადაც მერიასთან აქციას გავმართავთ და მოქალაქეებს შემოერთებისკენ მოვუწოდებთ. დილით კი მარნეულისკენ გავემართებით, იქაც, მერიასთან აქციას გავმართავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში პროტესტის ხმა ისმოდეს. პროპაგანდისტული მედიების გადამკიდე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროტესტი შეწყდა. ჩვენი ქმედებით კი მინიმუმ იმას მაინც შევძლებთ, რომ ამ 100 კილომეტრის მანძილზე ყველა სახლთან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიან ახალ არჩევნებს ვითხოვთ. გზადაგზა სხვებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად გაივლიან ამ გზას და ამ ისტორიულ ნაბიჯებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები, 100 კილომეტრს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაივლიან.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g