LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი

317
Capture

ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი – მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს.

“ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, – თქვა ზელენსკიმ და საჯაროდ წარადგინა ფოტოები.

“ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა – რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g