საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის დანიშვნას აფასებს.
ფხალაძე დარწმუნებულია, რომ იგი ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში:
ელჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.კონსულტაციების შედეგად შერჩეული იქნა დავით ბაქრაძის კანდიდატურა, რომელსაც აქვს კარგი და საინტერესო დიპლომატიური გამოცდილება. ის არაერთხელიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამჟამად ის არის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისსაკითხებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იქნება ღირსეული ელჩი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.