„ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასა და მის შემდეგ, დედაქალაქის მერიასთან დაორგანიზებულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნიდან გარბიან, „ქუჩაში დაჭერილი მუშახელის“ იმედად კი იმას ვიღებთ, რასაც ვიღებთ.
სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან აქციებს აანონსებენ
„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – თბილისის მერიასთან აქცია იმართება
„რატომ გვიკვირს, რომ ტრაგიკული ამბები ყოველდღიურობა გახდა?! ამათ ხომ ყველაფერი შერჩათ! ფულის კეთება, დაუდევრობა, აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, ხალხის დარბევა, ჟურნალისტების ცემა, არჩევნების მიტაცება შერჩათ!
რეალურად, „ოცნებაში“ საკუთარი თავის კონტროლის რესურსიც კი აღარ აქვთ, სამაგიეროდ ოპოზიციამ აპატია და გვერდზე მიუჯდა და ტრაგედიების გამპრავებლების კოლეგები დაირქვეს! ადამიანები კი არაკომპეტენტურობის, უხარისხო მართვის მსხვერპლი ვხდებით.
ყველაფერი რაც ჩამოდის, ჩინური და დაბალი ხარისხისაა. კვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნიდან გარბიან. ქუჩაში დაჭერილი მუშახელის იმედად კი იმას ვიღებთ, რასაც ვიღებთ – ხარისხის ხარჯზე, ჩინოვნიკების „ატკატების“ ხარჯზე ქვეყანას სიცოცხლეები აკლდება,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე