„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“, – ამ მოთხოვნით ამ წუთებში თბილისის მერიასთან აქცია იმართება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია“.
„ორშაბათს, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით მერიის მთავარ შესასვლელთან. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე.
გელოდებით ყველას, უთხარით თქვენი სათქმელი დამნაშავეებს!“,- წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.