LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჩიხელიძე – ევროკავშირი შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს, უგულებელყოფს დანაშაულის აშკარა ფაქტებს და ხელს აფარებს ქართველ კრიმინალებს, მათ შორის ადეიშვილ-კეზერაშვილს, ამ უკანასკნელმა სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები გაძარცვა

250
დავით ჩიხელიძე

„სად არის ევროპის დეკლარირებული კანონის უზენაესობა?.სამწუხაროდ ევროპა საქმით ერთს აკეთებს, სიტყვით კი მეორეს“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილს ეხმიანება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროკავშირი ხელს აფარებს ქართველ კრიმინალებს, მათ შორის ადეიშვილ კეზერაშვილს. მსგავსი მიკერძოებული დამოკიდებულება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ დასავლეთი პოლიტიკური კონიუნქტურით მოქმედებს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი − ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

„სად არის ევროპის დეკლარირებული კანონის უზენაესობა? სამწუხაროდ ევროპა საქმით ერთს აკეთებს, სიტყვით კი მეორეს. ყველას გვახსოვს ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომლებიც კანონის უზენაესობაზე აპელირებენ ხოლო, შესაძლო, შერჩევითი სამართლის ფაქტებს გმობენ. რეალურად კი რას ვხედავთ, ევროკავშირი შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს, უგულებელყოფს დანაშაულის აშკარა ფაქტებს და ხელს აფარებს ქართველ კრიმინალებს, მათ შორის ადეიშვილ კეზერაშვილს, ამ უკანასკნელმა სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები გაძარცვა.

მსგავსი მიკერძოებული დამოკიდებულება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ დასავლეთი პოლიტიკური კონიუნქტურით მოქმედებს, მათ ამოსავალ წერტილს არა დამნაშავის დასჯა, არამედ მეორე ფრონტი წარმოადგენს, რომლის გახსნაში დახმარება სწორედ კრიმინალ, ყოფილ მაღალჩინოსნებს შეუძლიათ“, – წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები