LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დვალი: „ყოველთვის, სანამ გადაღება დაიწყება, ბოდიშს ვიხდი“

260
დავით დვალი

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსახიერებული სახასიათო, პოლიციელ გაჩა ზვერაძის როლით, მსახიობი დავით დვალი ტელემაყურებელში კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ილო ბეროშვილის გადაცემის, „ილოს პოდკასტის“ გასული, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომლის სტუმარიც სწორედ დავით დვალია.

აღნიშნულ გადაცემაში მსახიობი ამბობს, რომ ყოველთვის, სანამ სერიალის გადაღება დაიწყება, ის ბოდიშს იხდის:

„გაჩას ძალიან ბილწი ტექსტი აქვს. ყოველთვის, სანამ გადაღება დაიწყება, წინასწარ ბოდიშს ვიხდი. ადამიანს ვეუბნები, „ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა გაგინო-მეთქი“. ძალიან მრცხვენია, გადასაღებ მოედანზე გოგოები, დიდი ქალბატონები არიან.

მაგალითად, როდესაც ბებოსთან არის სცენა, წინ ბებოს ხნის ადამიანი ზის და ეს [პერსონაჟი] ისეთი სიტყვებით ელაპარაკება, ცხოვრებაში ასეთი რამ არ მიქნია და ეს ჩემთვის ძალიან უხერხულია, მაგრამ ეს ხომ მე არ ვარ. ამიტომ, მე, როგორც პიროვნება ბოდიშს ვიხდი და ვამბობ, ახლა ის დაიწყებს-მეთქი.

როდესაც გადაღება სრულდება, კიდევ ბოდიშს ვიხდი: დიდი ბოდიში, რომ ეს მოხდა-მეთქი და მოვდივარ“, – ამბობს დავით დვალი.

„გაჩა ზვერაძეს“ რეალურ ცხოვრებაში გინება არ უყვარს: „ჩემი ავტომობილის დაზიანებას როლთან კავშირი არ აქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g