LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო

519
გარეჯი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. როგორც ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი აცხადებს, აზერბაიჯანულ მხარეს ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა დაახლოებით 2 დღეა უკვე, რაც გაჰყავს.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს ადგილზე მობილიზებული ჰყავს გზის სამშენებლო ტექნიკა.

„აზერბაიჯანულმა მხარემ გზის მშენებლობა დაიწყო ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს. გზა სავარაუდოდ, ამავე მიმართულებით მიჰყავთ. ჩიჩხიტურის კოშკამდე ჯერ არ მისულან, კოშკამდე დარჩენილი აქვთ ალბათ 1-1,5 კმ, შეიძლება მეტიც“, – განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა.

ზვიად ანანიაშვილის თქმითვე, აზერბაიჯანული მხარე გზის გაყვანის სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები