LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის საქმის გამოძიება ორი ქვეყნის პარტნიორობას ვერ დააზიანებს: გახარიას საკითხის პოლიტიზირება დამაზიანებლად მიაჩნია

108
gaxo gareji

დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, გამოძიების დაწყება საქართველოს საშინაო საქმეა.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ არ წყდება საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვის გამო კარგავდა დავით გარეჯს საქართველო: დაკავებულია 2 პირი

მისივე თქმით, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში.

„გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახალგამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი. მინდა, მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები