გუშინ გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა და შემდეგ შეხვდა შოვში, მეწყერში გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც კობახიძის განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ გული ატკინა დავით ჯელაძეს.
„მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე“ – ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის აღნიშნულ განცხადებას დავით ჯელაძე მოკლე კომენტარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სიმართლე არ იკარგება“.
შოვში, მეწყერს გადარჩენილი ახალგაზრდის მიერ გამოხატული პოზიცია და მმართველი პარტიის თავმჯდომარის გაკეთებული განცხადებები სოციალურ ქსელში განხილვის საგანია.
პოსტს აქვეყნებს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და წერს, რომ ახლა გადარჩენილ და დაზარალებულ ადამიანებს რეაბილიტაციისთვის დახმარება სჭირდებათ.
„დავით ჯელაძეს სთხოვენ, ბაიდენის გამოცდილება რატომ არ გაქვს და მაკრონის დიპლომატიაო… ფაქტობრივად.
სვავებივით უზიან ახლა მეორე მხარე, რამე არ შეეშალოს…
იმის მაგივრად ამ დაზარალებულებს სასწრაფოდ აღმოუჩინონ ფსიქოლოგიური და რამე წამახალისებელი დახმარება, თუნდაც დასასვენებლად გაუშვან მთელი ოჯახი რეაბილიტაციისთვის…
ან ვინმე ბიზნესმენებს როგორ არ მოგდით თავში, დაეხმაროთ ამ ხალხს..“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.