LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

673
Untitled design

„თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა.

„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს

„ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება… მე ამ ფოტოზე ვერ გეტყვით… ერთი რომ, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, იმიტომ, რომ უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“ 

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„რაც დრო გადის, უფრო რთულია ამ ამბის გახსენება. საშინელი კადრები თვალებიდან არ ამომდის.. თქვენ მეხმარებით, რომ გადავიტანო ეს ურთულესი დღეები.. მადლობა ყველაფრისთვის, ვტირი..“ – დათო ჯელაძე