შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რაც დრო გადის, უფრო უჭირს ამ ამბის გახსენება.
დავით ჯელაძე მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებიც ამ ურთულესი დღეების გადატანაში ეხმარებიან.
„მინდა ყველას ჩაგეხუტოთ და ისე გადაგიხადოთ მადლობა!! ასეთი კეთილები როგორ ხართ ❤️, რაც დრო გადის უფრო რთულია ამ ამბავის გახსენება, ის საშინელი კადრები თვალებიდან არ ამომდის, საშინელება იყო… მაგრამ თქვენ ხართ ადამიანები რომლებიც მეხმარებით გადავიტანო ეს ურთულესი დღეები.. უბრალოდ ძალიან ძალიან მიყვარხართ ❤️❤️ მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ გახდით ჩემი მეგობრები და მეყვარებით სიცოცხლის ბოლომდე ❤️❤️❤️ ვტირი …….“, – წერს დავით ჯელაძე.
მინდა ყველას ჩაგეხუტოთ და ისე გადაგიხადოთ მადლობა!! ასეთი კეთილები როგორ ხართ ❤️, რაც დრო გადის უფრო რთულია ამ ამბავის…
Posted by David Jeladze on Thursday, 10 August 2023
„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს
ცნობისათვის, ამ დროისთვის [11:38] არსებული მონაცემებით, რაჭაში მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 10-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს.