LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კაჭარავა: კარგია, რომ არსებობს მეცენატი ბიძინა ივანიშვილი და სახელმწიფო ამხელა თანხებს გვაძლევს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულება შევამციროთ – ისე უნდა განვვითარდეთ, რომ რაგბი ფულის მომტანი გახდეს

197
BeFunky-collage (1)

რაგბის კომერციალიზაცია უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა და რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, დავით კაჭარავამ „პოსTV-ის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაგბიმ ფინანსური დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

„ძალიან კარგია, რომ არსებობს მეცენატი ბიძინა ივანიშვილი და სახელმწიფო ამხელა თანხებს გვაძლევს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულება შევამციროთ. ყველა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. რაგბის კომერციალიზაცია უნდა დავიწყოთ. რაგბი უნდა გახდეს ფულის მომტანი“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

მისივე თქმით, ქართული რაგბისთვის გასული წელი წარმატებული იყო და განვითარება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„გასულ წელს ქართულმა რაგბიმ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია – ავედით უმაღლეს საფეხურზე, რომელზეც საქართველო ჯერ არ ყოფილა. ამ სიმაღლის შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა კაჭარავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g