„რუსთავი 2″-ის ყოფილი ჟურნალისტი და ცნობილი ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს.
რადიო „ფორტუნამ“ გავრცელებული ინფორმაცია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი ლაფერაშვილთან გადაამოწმა. მან ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა რომ, ყოველკვირეული გადაცემა კვირა დღეს გავა ეთერში და მას „ფორმულა ევროპიდან“ ერქმევა. გადაცემის საცდელი ვარიანტები უკვე ჩაწერილია.
„დათოსთან დიდი ხანია მოლაპარაკებები მიდის. ამ ეტაპზე გადაცემის ფორმატზე ვმუშაობთ. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა გიორგი ლაფერაშვილმა.
დავით კიკალიშვილი 2016 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობს და სწორედ იქიდან წაიყვანს ახალ გადაცემას. ჟურნალისტს 20 წლის განმავლობაში “რუსთავი 2”-ის კვირის შემაჯამებელი გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“ მიჰყავდა, რომელიც პირადი მიზეზების გამო დატოვა.