LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა

187
დავით კირკიტაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს.

“მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კირკიტაძემ.

ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და არ არის გამორიცხული, მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. კირკიტაძე ბრალს არ აღიარებდა.