LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

73
583caaf82482669f4fcb29e427a87b58-XL

“ნაციონალური მოძრაობის”, პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

თავად დავით კირკიტაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

დავით კირკიტაძე – თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვტოვებთ სასამართლო დარბაზს!

ცნობისთვის, საქმე ეხებოდა რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g