LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდება ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

დავით კირკიტაძე

დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდება მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ადვოკატი ალეკო მგელაძე მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოსამართლემ პატიმრობაში უკანონოდ დატოვა.

მგელაძე სააპელაციო სასამართლოსგან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 დეკემბერს შეეფარდა.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g