LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავით კოდუა უკანონო პატიმარია” – ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

259
დავით კოდუა

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუას ადვოკატი დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. 14 აპრილს, სხდომაზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეუღლესთან დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, თუმცა ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატი უსამართლოდ თვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g