LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: საქართველოს სიძულვილში გაერთიანებული ძალებისთვის პერსპექტივა და წარმატება არასდროს იქნება

244
დავით მათიკაშვილი

ნულის ნულთან გაერთიანება შედეგს იწვევს და ეს შედეგი ნულია. მაშინ როდესაც რადიკალებს საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა და რეიტინგი არ გააჩნიათ, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ნულს ქვემოთ არის დასული რეიტინგით, ამ ფონზე რადიკალების გაერთიანება როგორ წარმოგიდგენიათ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რა ხდება ევროკავშირში, ნატო-ში და აშშ – ევროპის ურთიერთობებში, სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე-გვარამია-ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან

„რაც შეეხება [სალომე] ზურაბიშვილს, მივესალმები, რომ ის სათავეში ჩაუდგეს ამ გაერთიანებას, რადგან ეს ადამიანი წარუმატებლობის ფორმულაა და ეს ძალიან კარგია“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, გაერთიანება რაიმე შედეგის მომტანი ვერ იქნება.

„ეს ყველაფერი იქნება კიდევ ერთი ფარატინა ქაღალდი და კიდევ ერთი ილუზია, რომელსაც ძალიან მცირე რაოდენობის მხარდამჭერებისთვის და  გარე პატრონებისთვის შექმნიან, რათა დაასაბუთონ ის ჯამაგირები, რომლებსაც გარე პატრონებისგან იღებენ. საქართველოში საქართველოს სიძულვილში გაერთიანებული ძალებისთვის პერსპექტივა და წარმატება არასდროს იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ეს ბრძოლა ჰორიზონტალურია, ლიდერი ქართული საზოგადოებაა, რომელიც ერთ წელზე მეტია, რუსთაველის გამზირზე დგას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს“ – ლაშა ფარულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g