LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მესხიშვილი: “როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს, მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა”

611
47c4ed44ea7a1b7c909e17af314354dd_XL

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ავტოსაზგაო შემთხვევებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ამის შესახებ მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ყოველ წელს საშუალოდ გზაზე 450 ადამიანი გვეღუპება და ათასობით სახიჩრდება.

“როცა სახელმწიფო სტრუქტურები საგზაო შემთხვევებს მშვიდად უცქერენ და პასუხისმგებლობას ყოველთვის სხვას აკისრებენ: “ჩვენ რა შუაში ვარ თვითონ იხოცებიან”

❗️როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს.

❗️როცა არც მშობელს და არც ახალგაზრდას გააზრებული არ აქვს რისკები და ჯერ კიდევ ბავშვისთვის ავტომობილის გასართობად ჩუქება პრესტიჟულობასა და მაღალ სოციალურ სტატუსს უსვამს ხაზს

❗️როცა შეგიძლია უსასრულოდ დაარღვიო მოძრაობის წესები, ჩამორთმეული მართვის მოწმობა ჯარიმით დაიბრუნო ან სულაც მართვის მოწმობის გარეშე მართო ავტომობილი დაუსრულებლად

❗️როცა საგზაო უსაფრთხოება არც ბაღში, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში ისწავლება, ხოლო ავტოსკოლების უმრავლესობა თაღლითურად კოდირების გზით აზეპირებინებს საგამოცდო ტესტს

❗️როცა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელოვან რეფორმას იწყებ, მერე მიუშვებ ალალბედზე და გზებზე კამერებს გინდა ჩართავ და გინდა გამორთავ, როგორც გესიამოვნება

❗️როცა დღემდე გაუგებარია საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა ქვეყანაში და თან ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც კი არ აწარმოებს

❗️როცა ერთი ტრაგედიიდან მეორე ტრაგედიამდე ჭკუას ვერ სწავლობს ვერც ხალხი და ვერც პასუხისმგებელი პირები

❗️როცა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია კონტრპროდუქტიულია, არ კეთდება მისი შედეგიანობის ანალიზი და არ ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას

? მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა

? მაშინ ქორწილები, ბედნიერებისა და ლხინის ნაცვლად ტრაგედიაა

?მაშინ ექსკურსია ჯოჯოხეთია

? მაშინ ყოველ წელს საშუალოდ გზაზე 450 ადამიანი გეღუპება და ათასობით სახიჩრდება” – წერს დავით მესხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g