LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია: სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს

375
სემეკ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის – „Aqualia“-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. „Aqualia“-ს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„სემეკის მიზანია მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგების სისტემებში არსებული პრობლემები. ჩვენი რეგულირების მთავარი პრინციპია მომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომსახურება. სემეკის წევრებთან ერთად გავეცანით  უმსხვილესი წყალმომარაგების მენეჯმენტის კომპანიის  „Aqualia“-ს  მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სხვადასხვა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემები. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია სისტემების რეაბილიტაცია, რაც საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს.  „Aqualia“ გამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„Aqualia“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა. „Aqualia“ 2022 წელს მსოფლიოში წყლის მენეჯმენტის  საუკეთესო კომპანიად დასახელდა. მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ „Aqualia“ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში – მეცხრე წყალმომარაგების კომპანიაა. იგი ამჟამად მომსახურებას უწევს 17 ქვეყნის 30  მლნ-მდე მომხმარებელს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g