საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ლიეტუვას რესპუბლიკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული საბჭოს მიწვევით, ქ. ვილნიუსში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი და პერსპექტივები.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაციის, ტარიფების რეგულირების, ქსელთან მიერთებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითებზე.
დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ. ასევე, ლიეტუველი კოლეგების მხრიდან მოისმინეს პრეზენტაციები ნეტო აღრიცხვისა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში ლიეტუვის გამოცდილების შესახებ.
(R)