LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიამ საკომიტეტო მოსმენაზე სემეკის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა

483
ნარმანია

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, რომელიც კომიტეტის წევრებს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აცნობს, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ნარმანიას თქმით, „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი“ სემეკმა სწორედ საანგარიშო პერიოდში, 2022 წლის 4 თებერვალს დააფუძნა. სასწავლო ცენტრი დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევს. ცენტრი, ასევე, ხელს უწყობს ქალთა ჩართულობის ზრდას ენერგეტიკის სექტორში, ახორციელებს მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, სასწავლო ცენტრი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. აქვე ხდება კვლევებისა და რეკომენდაციების შემუშავება, პოტენციური ინვესტორების სრულად ინფორმირება და სხვ.

 

magti 5g