LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიამ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს სემეკის საქმიანობა გააცნო

516
New Project

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სემეკის საქმიანობის შესახებ ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ მათ გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების ფუნქციონირებაში.

სემეკის თავმჯდომარემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების ვალდებულებებისა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ლექციის ფარგლებში იუნკერებმა სემეკის მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული პროექტებისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივების შესახებ შეიტყვეს.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g