LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიას სემეკის თავმჯდომარის პოსტზე განიხილავენ

87
ნარმანია

დღეს გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა სემეკის თავმჯდომარედ თბილისი ყოფილი მერი. დავით ნარმანიას კანდიდატურას პარლმენტში, დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე სწორედ დღეს განიხილავენ.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს. საპარლამენტო უმცირესობაში განმარტავენ, რომ სემეკ-ის ხელმძღვანელი პოლიტიკური სახე არ უნდა იყოს. 

ირაკლი კობახიძე: სემეკის წევრად ნარმანიას კანდიდატურას მხარს დავუჭერ

სემეკის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურაზე პარლამენტმა შესალოა მომავალ კვირას იმსჯელოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს და დაწრმუნებულია, რომ  მას საპარლამენტო უმრავლესობისაგანაც ექნება მხარდაჭერა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება მხოლოდ მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. რაც შეეხება ყოფილ ხელმძღვანელს –  ირინა მილორავას, მას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g