დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ბოტანიკური ბაღის თემით მანიპულირებას გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ოპონენტების მოსაზრება კი, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს საკუთარი ეზოს კეთილმოწყობისთვის აკეთებს, სრული აბსურდი და სიცრუეა.
„მარტივი ფაქტია, რომ ტერიტორიები, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს საუბარი, მდებარეობს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის სრულიად საპირისპირო მხარეს, ბოტანიკური ბაღის გადაღმა და ეს ტერიტორია ბოტანიკური ბაღისგან ციცაბო კლდით არის გამიჯნული, შესაბამისად ეს მოსაზრება ყველანაირ მსჯელობას მოკლებულია და ვინც რუკას დახედავს, ან ესტუმრება ამ ადგილებს, მარტივად დარწმუნდება ამ მოსაზრების აბსურდულობაში. თავის დროზე, სწორედ, ბიძინა ივანიშვილი იყო წინააღმდეგი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მომხდარიყო განაშენიანება, სწორედ მან გადაარჩინა ბოტანიკური ბაღი და ბოლო პერიოდის განმავლობაში 23 მლნ ლარი დახარჯა მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას.