LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა: „აი ეს არის რუსი ჯარისკაცი, ეს არის ამათი არსი, მართლა ორკები… ვინც კი რუსეთს მხარს უჭერთ, ამ ორკზე უარესები ხართ“

539
დავით ქაცარავა და რუსი ქურდი ოკუპანტი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასახულია როგორ მიაქვს ოკუპანტს მოპარული ნივთები სამხედრო ტექნიკასთან. ქაცარავას შეფასებით, ეს არის ოკუპანტების არსი.

„აი ეს არის რუსი ჯარისკაცი. ეს არის ამათი არსი. მართლა ორკები. ვინც კი რუსეთს მხარს უჭერთ, ამ ორკზე უარესები ხართ. რუსეთის ყველა მხარდაჭერს გისურვებთ აი ამ ორკის, ბუჩას და გაგრას ჯალათების სტუმრობას სახლში 24/7.“ – წერს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავა უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში თავადაც იბრძოდა.

„მესამე თვეა ომია უკრაინაში – მსოფლიოს „ყველაზე ძლიერი“ არმია ებრძვის ერთ ქარხანას მარიუპოლში და ვერ აუღია: დავით ქაცარავა

დავით ქაცარავას ვიდეო უკრაინიდან – „გამარჯვებაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ამ დამწვარ რუსულ ჯართზე ზის ქართველი მებრძოლი“

„ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი“ – რას წერს ქაცარავა მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g