LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი“ – რას წერს ქაცარავა მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

369
დავით ქაცარავა

უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ქაცარავა წერს, მებრძოლები ექიმის კონსულტაციას გადიან.

„ჩვენი ბიჭების მდგომარეობა, რომლებიც მოიწამლნენ 2 აპრილს გოსტომელში ზარინით, სამწუხაროდ არ გაუმჯობესებულა. მეტიც, დაემატა ახალი სიმპტომები და ჯგუფის სხვა წევრებსაც, რომლებსაც აქამდე თითქოს არანაირი ჩივილები არ ჰქონიათ, უფიქსირდებათ ზარინისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. ამ წუთას გავდივართ კონსულტაციას ექიმთან. ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი მდგომარეობა არ იძლევა განგაშის საფუძველს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მებრძოლების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მიექცევა და ყველა მალევე ჩადგება მწყობრში“, – წერს ქაცარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g