უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამასთან, გენერალურმა პროკურორმა მას დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისტა საპროკურორო ეთიკის უხეში დარღვევის გამო, ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გენერალურ პროკურატურას ბოლო დროის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს დეპუტატებმა კოლექტიურად იმის თაობაზე, რომ საყვარელიძის თანამდებობა და დღის განრიგი პროკურატურის შესახებ კანონს არ შეესაბამება,“ – ნათქვამია განცხადებაში.