უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე საზღვრის უკანონოდ – ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა მას სპეციალური ოქმი გადასცეს.
სამართალდამცველების განცხადებით, დავით საყვარელიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ მოვლენებში, რომლის შედეგად უკრაინის სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერი გარღვევა მოხდა, ასევე წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს.