LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სონღულაშვილი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

111
დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე, ასევე, ცხოველთა იდენტიფიკაციის, სურსათის უვნებლობის, ადრეული გაფრთხილების სისტემების, ჰაერის ხარისხის, ბიომრავალფეროვნების და სატყეო სექტორის მიმართულებებზე ისაუბრეს.

როგორც დიდიე ტღებიუკმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა ეფექტიანი და წარმატებულია, შესაბამისად, მხარდაჭერა და კოორდინირებული მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g