საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებთან, დუნკან ჰანტერთან და მარკ სანფორდთან შეხვედრა გამართა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
კონგრესმენებმა უსუფაშვილს საქართველოს ავღანეთში, „,მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.