„რესპუბლიკელები“ არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას, ამის შესახებ დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი,“ – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.