LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

93

დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა.

განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ცოტახნისწინ გააკეთა:

ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღე,  “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების შესახებ. ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ეს იქნება ცოტა სხვა ტიპის საქმიანობა და არა “რესპუბლიკურ პარტიასთან” ერთად საქმიანობა.

ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ, პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური ღირებულებითი ტაქტიკური ხედვები, რომლებიც ჩემი აზრით, არის მიუღებელი. ეს ხედვები მიუღებელია, რადგან ასე უფრო შემცირდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე.

უსუფაშვილის თქმით, იგი ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები