დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ზალკალიანი მკურნალობის კურსს სახლში გადის.
„გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან მინისტრის სატელეფონო ზარი დაგეგმილი იყო მიმდინარე კვირას, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუდასტურდა კოვიდი, ზარი შედგება მისი გამოჯანმრთელების შემდგომ.
იცით, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს აკავშირებთ განსაკუთრებული პარტნიორობა, ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვისთანაც გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. სატელეფონო საუბრის დროს ბუნებრივია განსახილველ თემებს შორის იქნება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, ზალკალიანი კორონავირუსით პირველად გასული წლის იანვარში დაინფიცირდა. 23 იანვარს დაწერა, რომ ინფიცირებულია და მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.