LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკანიანი კონგრესმენების ინიცირებულ კანონპროექტს უპრეცედენტოს უწოდებს

124

„აშშ-ის მხრიდან ასეთი მოცულობის და შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ჰქონია,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირების შესახებ განაცხადა.

ზალკანიანი უპრეცედენტოს უწოდებს კონგრესმენების – ტედ პოს და ჯერი კონოლის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სრულიად ახალ დონეზე გადასვლის კიდევ ერთი დასტურია.

„ეს არის მართლაც ისტორიული აქტი, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მოცულობის და ასეთი შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის 25 წლის პერიოდის განმავლობაში არ ჰქონია. ეს აქტი იცავს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g