LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: განცხადებები რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

462
კელი-დეგნანი

„ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა“, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ამერიკას ყველაზე მეტად უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერდეს.

„აშშ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სანამ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ეს თავიდან აეცილებინა. აშშ-მ ამისთვის დიდი მუშაობა გასწია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი და ზოგადად, ევროკავშირი და NATO არის ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და წარმატებას უზრუნველყოფენ.

სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენც და ქართველ ხალხსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ერთგულები საქართველოს ამ მისწრაფებების.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები