LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზილფიმიანი: ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი „მაკდრაივს“, რომ შეკვეთა მოვიდა და უცებ უკანა თათებზე დავდგეთ და შევქმნათ კომისია

160
1612275741-დავით-ზილფიმიანი-2

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება.

როგორც ზილფიმიანი აცხადებს, კომისია პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაფიქსირებულ წამების ფაქტებზე უნდა შეიქმნას.

კირკიტაძე სააკაშვილის შესახებ კომისიის შექმნაზე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტში მოიძებნება 50 დეპუტატი, რომელსაც სურს შეკითხვებს პასუხი გაეცეს

„წამების ფაქტებზე კომისიის შექმნა უბრალოდ აუცილებელია და ეს უნდა დავიწყოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის პერიოდიდან. კერძოდ, წამების იმ ასობით ათასი ფაქტით, რაც განხორციელდა. დღემდე ეს საკითხი ჰაერშია და არავის შეუსწავლია და უნდა შევაფასოთ. ეს დროზე უნდა გავაკეთოთ და მხარს დავუჭერ ამ კომისიის შექმნას. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ დავამსგავსეთ პარლამენტი „მაკდრაივს“, რომ შეკვეთა მოვიდა და უცებ უკანა თათებზე დავდგეთ და შევქმნათ კომისია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g