LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირკიტაძე სააკაშვილის შესახებ კომისიის შექმნაზე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტში მოიძებნება 50 დეპუტატი, რომელსაც სურს შეკითხვებს პასუხი გაეცეს

127
დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად პარლამენტში საჭირო 50 მანდატს მოიპოვებენ.

„არცერთი პატიმრის მიმართ აღარ უნდა განხორციელდეს ის, რაც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამისათვის საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ გამოვლინდეს ეს ადამიანები, გამოიძიონ საქმე და ეს მოხდეს საქართველოს პარლამენტში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს პარლამენტში მოიძებნება 50 პარლამენტარი, რომელსაც სურს, რომ აღნიშნულ შეკითხვებს, რომლებიც დასმულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, პასუხი გაეცეს“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ დავით კირკიტაძემ.

შეიძლება ცუდი არ იყოს და შესაძლოა, ხმების შევსებაზეც ვიფიქროთ – კობახიძე სააკაშვილის ინიციატივაზე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.

ამავე თემაზე:

ხატია დეკანოიძე: თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალთ

“ერთი ჯოხის ორი ბოლო” – უჭერს თუ არა მხარს პარტია “საქართველოსთვის” სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

“გირჩი” “ნაცმოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს, “ლელო” კი სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

 

პოპულარულები