ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კი მსჯელობენ, დაუჭერენ თუ არა მხარს კომისიის შექმნას.
როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, “კომისიის შექმნა შეიძლება ცუდი არ იყოს და შესაძლოა, ხმების შევსებაზეც” კი იფიქრონ.
მისივე განმარტებით, თუ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მხოლოდ ის დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია:
“შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, რა თქმა უნდა, ამას არანაირი საფუძველი არ აქვს.
თუკი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამით მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ კომისიის შექმნა შეიძლება არ იყოს ცუდი და შესაძლოა, ხმების შევსებაზეც კი ვიფიქროთ, მარტივი მიზეზის გამო – რომ ეს კომისია ძალიან კარგად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას”, – აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
ამავე თემაზე:
“გირჩი” “ნაცმოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს, “ლელო” კი სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს